ურთიერთთანამშრომლობა 
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების  ორგანიზება და მათში მონაწილეობა
შეხვედრის მიზანი: ,,გაკვეთილის დაგეგმვა“.
·         პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
·         ურთიერთთანამშრომლობითი შედეგების მიღწევა.
·         კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება.
·         მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
შეხვედრის ორგანიზატორი: იზა ბუჯიაშვილი
მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა:
1. ნინელი ნუმანიშვილი
2. შურა გიანაშვილი
3. სოფიო ჭკადუა

ორგანიზატორი მასწავლებლის მიერ შემუშავებული სამი სამუშაო შეხვედრის გეგმა

N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1.
17.10
2019
მიზნის განსაზღვრის დროს მოსწავლეთა საჭიროების,ინტერესების,ცოდნის დონის და უნარ-ჩვევების გათვალისწინება ისე,რომ გაკვეთილის მიზანი უნვითარებდეს მოსწავლეებს,როგორც ქვედა,ისე ზედა დონის სააზროვნო უნარებს.
მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებით,როგორ განვსაზღვროთ გაკვეთილის მიზანი.
2.
30.10
2019
მოსწავლეთა აქტივობები,რომლებიც გათვალისწინებულია გაკვეთილის გეგმაში ზუსტად შეესაბამებოდეს და ემსახურებოდეს გაკვეთილის მიზანს და ემსახურებოდეს ე.ს.გ.-ის სტანდარტს.

როგორი უნდა იყოს გაკვეთილის მიმდინარეობა.რა აქტივობები გამოვიყენოთ და როგორ გავანაწილოთ დრო.

3.
28.11
2019
რესურსების ეფექტიანად გამოყენება.რა ტიპის რესურსებს გამოიყენებს მასწავლებელი: სახელმძღვანელო,ჟურნალები,სტატიები,სამუშაო ფურცლები,მარკერები,აუდიომასალა,კომპიუტერი,ტელეფილმები.
რესურსის გამოყენება, საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვა და შეფასების რუბრიკების გამოყენება.

პირველი შეხვედრა 
მიზანი: გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა.
შეხვედრის ძირითადი საკითხები: განისაზღვროს,თუ მოსწავლემ როგორ შეძლოს წაკითხული ტექსტის გარშემო ვარაუდების გამოთქმა,დასვას შეკითხვები და გაააქტიუროს არსებული ცოდნის თემის ირგვლივ,მიმოიხილოს ტექსტის ელემენტები.
  აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ,თუ რისი ცოდნა და უნარებია აუცილებელი მოსწავლისთვის,რომ გაკვეთილი წარმატებული იყოს,რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ისინი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და რას შეისწავლიან ახალს.ვიმსჯელეთ,თუ როგორ უნდა გავიტვალისწინოთ სსსმ მოსწავლის საჭიროებები.ვიმსჯელეთ იმაზე,თუ როგორ დავიწყებთ გაკვეთილს,რომ მოსწავლეებს შეექმნათ სათანადო განწყობა.შევთანხმდით,რომ III კლასში მასწავლებელი ჩაატარებდა გაკვეთილს,გამოიყენებდა კითხვის აქტუალურ მეთოდებს.
თემა შეირჩა-ი. გოგებაშვილის ,,ჭკვიანი ძაღლები“.გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელი გამოიყენებს ურთიერთსწავლების მეთოდს და ამ მეთოდის შესაბამის აქტივობებს.აღინიშნა,რომ მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მუშაობა მიმდინარეობს დიალოგის ფორმატში,ავითარებს სხვადასხვა კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ უნარებს.მეთოდის მსვლელობისას მოსწავლეები ითვისებენ მასწავლებლის როლს.
მეთოდში გამოყენებული ოთხივე აქტივობა:
·         კითხვების დასმა
·         ბუნდოვანი ადგილების ახსნა-განმარტება
·         ვარაუდების გამოთქმა და შეჯამება ძალზე მნიშვნელოვანი და ფუნდამეტური,შეგნებული კითხვის უნარის გასავითარებლად.
   თითოეული მათგანი კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ხელს  უწყობს მოსწავლის ,,კარგ მკითხველად“  ჩამოყალიბებას.
   III კლასის ქართულის მასწავლებელმა (შ.გიანაშვილმა) კოლეგებთან გაკვეთილის მიმდინარეობაზე დასაკვირვებლად შეიმუშავა გაკვეთილის გეგმა და კითხვები სათანადო უკუკავშირის მისაღებად,რათა მომდევნო შეხვედრაზე მოხდეს მიღწეული შედეგის ანალიზი.
   ვიმსჯელეთ იმაზეც,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები დაგეგმილ აქტივობებში და ამა თუ იმ აქტივობებისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსების მოძიებაზე.



 1. გაკვეთილის გეგმა

ჩატარების თარიღი: 2019 წლის 25 ოქტომბერი     
                                                
მესამე კლასის ქართული ენის პედაგოგი-შურა გიანაშვილი
მოსწავლე: 7 (მათ შორის 1 სსსმ)
თემა: .გოგებაშვილის,,ჭკვიანი ძაღლები“.
მიზანი: სწავლე უნდა დაეუფლოს წაკითხულის გააზრების ძირითად სტრატეგიებს. დააკავშიროს ერთმანეთთან ტექსტშიმოცემული ფაქტები, მოქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. გაიაზროს ტექსტის სტრუქტურა მთლიანობაში.შეადგინოს სათანადო გეგმა (მასწავლებლის დახმარებით)შესაბამისობა:ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ქართ.(1).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება- გააზრება: ვერბალური და არა ვერბალური ფორმით მიწოდებული  ინფორმაციის( მაგალითად ილუსტრაციის და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
აკვირდება მხატვრული ტექსტის ენას, მწერლისეულ ლექსიკას.
ქართ. დაწყ.(1).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიებია გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მასწავლებლის ხმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასრველფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით)
გავეთილის მსვლელობა
გაკვეთილი იწყება ტექსტის სათაურსა და ავტორზე ყურადღების გამახვილებეთ.
აქტივობა.1. წიგნები გადაშალონ 50- გვერდზე.
სსსმ მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და პასუხობს მისთვის შესაფერის კითხვებს.
-რა აქვს სათაურად ახალ ტექსტს?
-ვინ არის ტექსტის ავტორი? რას გვატყობინებს მინაწერი სათაურის ქვეშ?
-რა განსხვავებაა ნამდვილ და მხატვრულ ნაწარმოებს შორის?
- როგორ ფიქრობთ რა არის ავტორის მიზანი?
-რას ფიქრობთ თქვენი აზრით ეთანხმებით რომ ძაღლი ჭკვიანი ცხოველია?
აქტივობა.2. ტექსტის წაკითხვა.
მასწავლებლის მიერ წაკითხვის შემდეგ სერვილისამებრ შეირჩევა ორი მოსწავლე რომლებიც მაგალითების მოყვანით შეაფასებენ მოსმენილ ამბავს. ასაბუთებენ რომ ძაღლი მართლა ჭკვიანია ანსაპირისპირო პასუხიც მისაღებია დასაბუთებით
-სსსმ მოსწავლისთვის დასმული შეკითხვა.ყავს თუ არაძაღლი სახლში? რას ეძახის?
ტექსტიდან გამომდინარე კლასის წინაშე დაისმება შეკითხვები.
-იცით თუარა რომ არსებობს ძაღლების მრავალი ჯიში?
-შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?
აქტივობა.3. ტექსტის კითხვა  ჩუმი კითხვის მეთოდით
ყოველი აბზაცის წაკითხხვის შემდეგ შეირჩევა კითხვისპროცესი წაკითხულის გასაანალიზებლად მოწმდება.:)გაიგეს თუ არა აბზაცის ყველა სიტყვა და ინფორმაცია.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
-რომელი ქვეყანაა ნახსენები ტექსტში?    ---რატომ არის  საშიში მთებზე  გადასვლა?
- რა არის ნამქერი    -რა არის ამ აბზაცში ისეთი , რაც ტექსტის სათაურთანაა დაკავშირებული?
).მეორე აბზაცის წაკითხვა და კითხვების დასმა.
-რა აუშენებიათ შვეიცარიის მთებში?       ---რა ეწოდება იმ მამაკაცებს, რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ?
-ვინ პატრონობს  ძაღლებს მთებში?          ------ამ აბზაცში რა ითქვა ისეთი  რაც სათაურთან და წინა აბზაცთან დაკავშირედული?
სსსმ მოსწავლე ჩართულია აქტიურად.
).მესამე აბზაცის კითხვის დასრულედის შემდეგ მასწავლებელი  კითხვებით მიმართავს კლასს.
-როგორ ახერხებენ ბერები  გზააბნეული მგზავრედის შველას?
- თქვენი აზრით ,რატომ შეაბამდნენ ხოლმე ყელზე ძაღლებს ბერები ღვინოსა და პურა?
- რა შევიტყვეთ ერთი განსაკუთრებული ძაღლის შესახებ?
).მეხუთე აბზაცის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამევ ვარაუდებს.
-რომელი წინასწრ გამოთქმული აზრი გამართლდა/?
- როგორ მოიქცა ძაღლი, როცა მიზვდა რომ ბავშვს მისი ეშინოდა?
-რას ამბობს ავტორი ძაღლების შესახებ?სსსმ მოსწავლის ჩართულობა.
აქტივობა5).მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აძლევს საშინაო დავალებას.ტექსტიდან შეადგინონ გეგმა და დაწერონ მოკლე შინაარსი.

             რეფლექსია      (შურა გიანაშვილის)
     2019 წელს მესამე კლასში ჩავატარე ქართული ენის გაკვეთილი,თემაზე-,,ჭკვიანი ძაღლები“.ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მსჯელობის,ტექსტის გაგება-გააზრების,ურთიერთთანამშრომლობის და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება.გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი,ასევე შეფასების რუბრიკა.არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.კლასში არის ერთი სსსმ. მოსწავლე,რომელიც აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.გაკვეთილის მსვლელობისას ყველა აქტივობის დროს გათვალისწინებული იყო მისი გონებრივი შესაძლებლობა.მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს.რაციონალურად იყენებდნენ გაკვეთილზე დროს აქტივობიდან აქტივობაზე გადასასვლელად.
     გეგმის შედგენისას გავითვალისწინე წინარე ცოდნა და გამოცდილება.ვფიქრობ მიწოდებული ინფორმაცია ყველა მოსწავლისათვის გასაგები იყო.გამოვიყენე სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები.ხალისიანი გამოდგა ტექსტის ნაწილ-ნაწილ წაკითხვა და ახლის აღმოჩენა.მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით თითოეულ აბზაცს შეურჩიეს სათაურები.ასეთი მოქმედებით მოსწავლეებმა ისწავლეს ურთიერთთანამშრომლობა.გაკვეთილზე გამოვიყენე თვალსაჩინოება: შვეიცარიის მთები,ბეთანიის მონასტერი და მონასტერში ბერები,დიდთოვლიანი გზები და ნამქერის სურათები.ჩამოვათვლევინე ძაღლების ჯიშები.
    ვფიქრობ ასეთი სტრატეგიების გამოყენება,რესურსის შექმნა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ (სსსმ მოსწავლესთან ერთად) საგაკვეთილო პროცესში.



მეორე შეხვედრა
    კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ურთიერთთანამშრომლობით ადაპტირებული გაკვეთილის გეგმის შემუშავების მაგალითისთვის განვიხილეთ შურა გიანაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილი III კლასში. რადგან ამ კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე და მსგავს მოსწავლესთან სხვა მასწავლებლებს გამოცდილება არ აქვსთ.
    შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ ინკლუზიური სწავლების ძირითადი ამოცანაა, რომ სწავლების საბოლოო შედეგებისას გათვალისწინებული იყოს კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა,გარდა ამისა ინკლუზიური სწავლება ნიშნავს სწავლებისა და შეფასების ინდივიდუალური მეთოდის შემუშავებას.
    შეხვედრის შემდეგ ჩავატარეთ მინი გამოკითხვა მასწავლებლებისაგან უკუკავშირის მიღების მიზნით.
    მონაწილე მასწავლებელმა ნინელი ნუმანიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ეხებოდა სხვადასხვა აქტივობების დროს თითოეულ მოსწავლესთან მუშაობის პროცესს,მის ჩართვას სასწავლო პროცესში,მოსწავლეებთან თანამშრომლობას,რომ თითოეულს მივცეთ ისეთი დავალება,რომელიც იქნება მისთვის მარტივი და საინტერესო.
    ჩვენი მომდევნო შეხვედრა შეეხება აქტივობებს,რომელიც შეესაბამება და ემსახურება გაკვეთილის მიზანს და ე.ს.გ.-ის სტანდარტს. ვინაიდან ვიხილავთ კითხვის ეფექტურ მეთოდებს,  II კლასში სოფიო ჭკადუამ ჩაატაროს ,,მნიშვნელოვანი სიტვების“ მეთოდის გამოყენებით გაკვეთილი.
    ხოლო რესურსის გამოყენების ეფექტიანობაზე და ტიპზე, ასევე სასწავლო პროცესის დროს მათ მნიშვნელობაზე საგაკვეთილო პროცესში იმუშაოს ნინელი ნუმანიშვილმა,რადგან რესურსების გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია წერა-კითხვის სწავლის დაწყების პირველ საფეხურზე.




2. გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ჩატარების თარიღი 2019 წლის 17 ნოემბერი

მასწავლებლის სახელი და გვარი- სოფიო ჭკადუა
საგანი- ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი- II
მოსწავლეთა რაოდენობა: 7 (სსსმ მოსწავლე არა)
გაკვეთილის თემა- ,,მკვეხარა ქოთანი“
გაკვეთილის მიზანი- მოსწავლემ შეძლოს მოსმენილი ტექსტის აღქმა და გააზრება,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა თემასთან დაკავშირებით.
ე.ს.გ.
·         სტანდარტით-მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება- გააზრება და გადმოცემა.
           ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს,მათ გარეგნობას და ნიშან-             თვისებას.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,მასში განხილული საკითხების მიმართ,მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
·         გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების,პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ: მოსწონს-არ მოსწონს,კარგად მოიქცა-ცუდად მოიქცა,კეთილია-გონიერია.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფული კითხვა,კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით. მოწოდებული ინფორმაციის (მაგალითად ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება განარჩევს თხრობასა და დიალოგს,მოიძიებს რეპლიკების ავტორებს.
 1.აქტივობის აღწერა:
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;მიზნის,თემის და შეფასების რუბრიკის გაცნობა,ქცევის წესების შეხსენება.
მასწავლებელი კითხულობს სიას და აღრიცხავს იმ მოსწავლეებს,რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილზე.

ვერბალური კომუნიკაცია


მთელი კლასი


ჟურნალი



2 წთ.
2.აქტივობა,წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შეკითხვებით,გაიხსენონ კეთილი სანდალა,გამოთქვან ვარაუდები მათთვის მისაღებ და მიუღებელ საქციელზე.


ვერბალური


მთელი კლასი


წიგნი



5 წთ.
3.აქტივობა,ტექსტის წაკითხვა-გააზრება.
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს შესაბამისი კითხვების შესაბამისი გამომეტყველებით.კითხვის დასრულების შემდეგ ფრონტალური გამოკითხვით არკვევს თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა თხზულების შინაარსი.


კითხვა-პასუხი


მთელი კლასი



სახელმძღვანელო



10 წთ.
4.აქტივობა,ტექსტის ლექსიკაზე მუშაობა.
მასწავლებელი დაფაზე წერს კითხვებს და ფრაზებს -ციცხვი თავს წაადგა,მკვეხარამ ხმა გაიკმიდა,ერთი ამას დამიხედეთ,მე თქვენნაირი როდის ვარ-იკვეხნიდა.
მოცემული სიტყვები მოსწავლეებმა უნდა განმარტონ და მოიფიქრონ მათი სინონიმები



პრაქტიკული სამუშაო



საერთო საკლასო



დაფა,ცარცი,კალამი და რვეული



10 წთ.
5.აქტივობა.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ თუ როგორ ადამიანს აგონებს მათ ცაცხვი? როგორია სხვა დანარჩენი პესონაჟები?
მოსწავლეები გამოთვამენ თავიანთ მოსაზრებას.
მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს.


კითხვა-პასუხი


საერთო საკლასო





5 წთ.
6.აქტივობა.
დისკუსია თემაზე-რატომ არის კვერნა ცუდი საქციელის?
მოსწავლეები მსჯელობენ სადისკუსიო თემის გარშემო.


დისკუსია



საერთო საკლასო



4 წთ.
7.აქტივობა-შეჯამება.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი კომენტარით.


განმავითარებელი კომენტარი


საერთო საკლასო



4 წთ.


შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილი ტექსტის აღქმას და გააზრებას,ასევე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას თემასთან დაკავშრებით.




                               რეფლექსია        (სოფიო ჭკადუა)
2019 წლის   17 ნოემბერს ,მეორე კლასში ჩავატარე გაკვეთილი ქართულ ენაში,რომლის მიზანი იყო-გაკვეთილზე დროის სწორი მართვა,ტექსტის სწორად აღქმა,გაგება-გააზრება.თემა იყო-,,მკვეხარა ქოთანი“.გაკვეთილი დავიწყე წინარე ცოდნის გააქტიურებით,მოსწავლეები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.წინარე ცოდნა ამოვწურე კითხვა-პასუხით და გადავედი შემდეგ აქტივობაზე,რომელიც იყო ახალი მასალის ახსნა.
გაკვეთილზე დრო გავანაწილე ყოველი აქტივობის მიზნიდან გამომდინარე.მოვახდინე უცნობი სიტყვების ახსნა-განმარტება,შევასრულებინე ილუსტრაცია ,,ციცხვის“ და მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით და ერთმანეთის შეფასებით მოახდინეს საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა. მოსწავლეებს წავაკითხე გაკვეთილი,მოვახდინე დროის ეფექტური მართვა მოცემულ აქტივობაზე.დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება და დამატებითი აქტივობების გამოყენება.შევაჯამე გაკვეთილი და შევაფასე განმავითარებელი შეფასებით.

ვფიქრობ მიზანს მივაღწიე,მაგრამ დროის სწორად განაწილების მიუხედავად დროის მართვა მაინც გამიჭირდა.შევეცდები შემდეგისთვის გავითვალისწინო და დრო უფრო ეფექტურად ვმართო.





 3. გაკვეთილის გეგმა

გაკვეთლის ჩატარების თარიღი 2019 წლის 26 ნოემბერი

საგანი: ქართული ენა
მასწავლებელი: ნინელი ნუმანიშვილი
ჩატარების ადგილი და თარიღი: სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის,სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა,თარიღი 2019 წლის 26 ნოემბერი
სწავლების საფეხური /კლასი:  I კლასი.
მოსწავლეთა პროფილი:  3 მოსწავლე  (სსსმ.მოსწავლე არა)
წინარე ცოდნა:  ასო-ბგერა შ
გაკვეთილის თემა: ასო-ბგერა კ
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს კ ასო-ბგერის დამახსოვრება,სიტყვების მოფიქრება,დამარცვლა და წინადადებების შედგენა. დააკვირდეს კ ასო-ბგერას და შეძლოს მისი წერა და კითხვა,გამოიცნოს ხმოვანია თუ თანხმოვანი.
კავშირი ესგ-ის სტანდარტის შედეგთან და ინდიკატორები: თავი II. სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები: ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს
შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;დასმული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული გზების
მოძიება;განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად
განხილვა;სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს ხმოვნებს და თანხმოვნებს.
·         ამოიცნობს ასო-ბგერა მ-ს ხმოვანია თუ თანხმოვანი.
·         აანალიზებს სიტყვებს და ადგენს წინადადებებს.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება (კომენტარის სახით)
აქტივობა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო

1
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,თემას და შეფასების კრიტერიუმებს.


ვერბალური ახსნა




მთელი კლასი


დაფა,ცარცი,შეფასების რუბრიკა.


2 წთ.

2
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეები გასცემენ პასუხებს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს არსებული ცოდნის გააქტიურება.
·         აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის უკუკავშირს.



გონებრივი იერიში


მთელი კლასი


1.თვალსაჩინოება შემდეგი ფოტოებით შეშა,შუშა,შაშვი,შოშია,შველი.
2.მოძრავი ანბანი და დაფა


5

წთ.

3


დემონსტრირება:
აქტივობის მიზანი: ასო-ბგერა კ-ს გაცნობა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლემ შეძლოს გაანალიზება და გაცნობიერება ასო-ბგერა კ-ს. მოიფიქრონ ასო-ბგერა კ-ზე სიტყვები,დამარცვლონ და შეადგინონ წინადადებები,აღნიშნონ ხმოვანია,თუ თანხმოვანი.
·         აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის უკუკავშირს.


ვერბალური სწავლების მეთოდი.



საერთო საკლასო.


1.დაფა,ცარცი.
2.თვალსაჩინოება შემდეგი ფოტოებით: კაკაბი,კაცი,კაკალი,კვერცხი,კვერნა,კომში
3.მოძრავი ანბანი


  5
4
შესვენება,
ბურთის გადაცემით აქამდე ნასწავლი ასო-ბგერების გახსენება



ვერბალური სწავლების მეთოდი


ჯგუფური


ბურთი



2

5


პრაქტიკული სამუშაო.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს მოძრავი ანბანის გამოყენებით დაფაზე შემდეგი სიტყვების წერა: სოკო,სკამი,კომში.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი წააკითხებს ყველა მოსწავლეს ახალ მასალას.
·         მასწავლებელი აქტივობის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის უკუკავშირს.



ვერბალური სწავლების მეთოდი.
თანამშრომლობითი.



ჯგუფური



მოძრავი ანბანი და დაფა



5
6
პრაქტიკული სამუშაო.
აქტივობის მიზანი: ბუკების გამოყენებით, ქართულის გაკვეთილებში იპოვონ ასო-ბგერა ,,კ“,დააკვირდენ,თუ როგორ იწერება და დაფასთან გამოსვლით დაწერონ ახალი ასო.
·         აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს მინიშნებებით და აწვდის უკუკავშირს.






ვერბალურ-ვიზუალური სწავლების მეთოდი.





საერთო საკლასო.





1.დაფა,ცარცი

2.ბუკი





5




7



ფერადი ფურცლების და მაკრატლის გამოყენებით გამოჭრან ასო-ბგერა ,,კ“.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ასო-ბგერის ამოცნობა და გამოჭრა.





ანალიზური სწავლების მეთოდი.




საერთო საკლასო.




1.ფერადი ფურცლები

2.მაკრატელი

3.წებო




5
8

ვიდეორგოლის ჩვენება ანბანზე


ვიზუალურ-ანალიზური სწავლება

საერთო
საკლასო

1.ნოუთბუქი
2.პროექტორი
3.ვიდეორგოლი



5

საშინაო დავალება:
გამოწერონ ნიმუშებიან რვეულში  ასო-ბგერა ,,კ“  და წიგნში ისწავლონ კარგი კითხვით გაკვეთილი,რომელიც ,,კ“ ასო-ბგერაზეა.



ანალიზური სწავლების მეთოდი
საერთო კლასი

1.ნიმუშებიანი რვეული 2.სასკოლო სახელმძღვანელო




1



შეფასების კრიტერიუმები,გაკვეთილში ჩართულობა,წინადადებების შედგენა და სიტყვების გაანალიზება,წაკითხულის გააზრება
მოსწავლეთა სია
მაღალი
საშუალო
გასაუმჯობესებელი
1.დავით ოთარაშვილი



2.ნინო ყარალაშვილი



3.ნინო ჯიმშიტაშვილი





რეფლექსია (ნინელი ნუმანიშვილის)

2019 წლის 26 ნოემბერს რესურსების გამოყენებით ჩავატარე გაკვეთილი პირველ კლასში, თემაზე: ასო-ბგერა ,,კ“. თავდაპირველად ამოვიკითხე მოსწავლეთა სია.მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის გეგმა,თემა,მიზანი და მოსალოდნელი შედეგი,შეფასების რუბრიკა.შევახსენე გაკვეთილზე ქცევის წესები,რის შემდეგაც გადავედი გონებრივ იერიშზე,წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით.განვლილი თემა იყო ასო-ბგერა ,,შ“. მოსწავლეებმა ადვილად შეძლეს მოცემული აქტივობისთვის თავის გართმევა,ადვილად შეძლეს ასო-ბგერა ,,შ“-დან დაწყებული სიტყვების მოფიქრება და წინადადებების შედგენა (ამ აქტივობას ხშირად ვიყენებ). რესურსებად გამოვიყენე მოძრავი ანბანი და თვალსაჩინოებად-ფოტოსურათები: შეშა,შუშა,შაშვი,შოშია და ა.შ.  შემდეგ გადავედი ახალი მასალის ახსნაზე,რომელიც ეხებოდა ასო-ბგერა ,,კ“-ს. აქაც გამოვიყენე თვალსაჩინოებად ფოტოსურათები: კაცი,კაკაბი,კომში,კვერნა,კვერცხი,კაკალი.გამომადგა ასევე მოძრავი ანბანი,რომლის დახმარებით შეადგინეს სიტყვები: სკამი,სოკო,კუ,კომში და ა.შ. მოსწავლეებმა, თვალსაჩინოებების გამოყენებით, აღმოჩენილი სიტყვები დამარცვლეს და შეადგინეს წინადადებები,გამოიცნეს ახალი ასო-ბგერა ხმოვანია,თუ თანხმოვანი.აქტივობა წუთშესვენების დროს გამოვიყენე ბურთი,რომლის ერთმანეთზე გადაცემით იხსენებდნენ აქამდე ნასწავლ ყველა ასო-ბგერას.  რესურსებში გამომადგა სასწავლო ბუკებიც,სადაც მოსწავლეებმა ბუკებში ჩაწერილი სახალისო გაკვეთილების დახმარებით იპოვეს ასო-ბგერა ,,კ“ და შეძლეს დაფაზე მისი სწორად დაწერა. ამის შემდეგ ფერადი ფურცლების,მაკრატლის და წებოს გამოყენებით გამოჭრეს ახალი ასო-ბგერა და გააკრეს დაფაზე,გააკეთეს პრეზენტაცია. გამოვიყენე ასევე ნოუთბუქი,პროექტორი და ვიდეორგოლი,რომელიც ანბანის შესწავლას ეხებოდა.ბოლოს დავასრულე საშინაო დავალების მიცემით,სასკოლო სახელმძღვანელოში კარგად კითხვით ესწავლათ გაკვეთილი,რომელიც ასო-ბგერა ,,კ“-ს ეხებოდა და გამოეწერათ ნიმუშებიან რვეულში მოცემული ასო.შევაფასე მოსწავლეები და დავასრულე გაკვეთილი.დრო სწორად გავანაწილე და რესურსებიც სწორად შევარჩიე.ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწიე,მაგრამ როგორც ყველა პედაგოგს,მეც მაქვს ნაკლოვანებები და ესაა ის,რომ მსგავს მრავალფეროვან რესურსებს იშვიათად ვიყენებ.აღმოვაჩინე,რომ ბავშვები უფრო ადვილად იგებენ და ითვისებენ ახალ მასალას და მოსწონთ მსგავსი გაკვეთილები.შევეცდები ჩემი ყოველი გაკვეთილი იყოს ამ გაკვეთილის მსგავსი,გამოვიყენო ბევრი რესურსი და საფუძვლიანად შევასწავლო ქართული ენა.




მესამე შეხვედრა
   მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ფორმირების ყველაზე ადეკვატურ პერიოდად სწორედ სასკოლო ასაკი უნდა მივიჩნიოთ.განსაკუთრებულ ყურადღებას კი იმსახურებს პირველი ეტაპი I-IV კლასები.ამ დროს მოსწავლეები უნდა კითხულობდნენ გამართულად,გაბმით,უშეცდომოდ,გამომეტყველებით და სათანადო სიჩქარით.გამოთქვან ვარაუდები,გამიჯნონ მთავარი და მეორეხარისხოვანი ასპექტები,ერთმანეთთან დააკავშირონ წაკითხული ტექსტის ელემენტები,ასევე დააკავშირონ საკუთარ გამოცდილებასთან და გარესამყაროსთან.
   კითხვის უნარის ჩამოყალიბება  და განვითარება რამდენიმე ასპექტს მოიცავს.ჩვენ სამუშაო შეხვედრებზე მოვახდინეთ მათი განხილვა,რადგან  III კლასში გვყავს სსსმ მოსწავლე,გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ და ჩვენი შეხვედრები სხვა საკითხებთან ერთად მოვარგეთ ინკლუზიური სწავლების პრინციპებსაც.
   მონაწილე მასწავლებლებს შეხვედრის შემდეგ ჩავუტარე მინი გამოკითხვა,რათა გამეგო რამდენად ეფექტიანი და შინაარსიანი  იყო ჩვენი შეხვედრები:
1.რა თემებს ეხებოდა ჩვენი შეხვედრები?
2.რამდენად აქტიური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
3.რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
4.შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
5.როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
      მინი გამოკითხვის შედეგები: მონაწილე მასწავლებელი ნინელი ნუმანიშვილი
1. რა თემებს ეხებოდა შეხვედრები?
  შეხვედრები ეხებოდა გაკვეთილის მიზნის განსაზღვრას,აქტივობებისა და დროის გამოყენებას,ასევე რესურსების და რუბრიკების გამოყენებას.
2. რამდენად აქტუალური იყო შეხვედრებისთვის შერჩეული თემები?
   შერჩეული თემები იყო საინტერესო,რადგან გავაცნობიერეთ,რომ გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს მორგებული მოსწავლის ცოდნას და უნარ-ჩვევებს.
3. რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
   გაკვეთილის გეგმაში გამოყენებული აქტივობები უნდა იყოს მორგებული მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე.ისე უნდა შეირჩეს მოსწავლეთა ინერესების შესაბამისად,რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და ეფექტიანი.
4. შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?
   სამუშაო შეხვედრები იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი,რადგან გავაცნობიერეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის კარგ გეგმას სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართავად.
5. როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას  და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
   ცოდნას,რომელიც მივიღე შეხვედრების დროს გამოვიყენებ გაკვეთილის მიმდინარეობისას,დავინახე როგორ მოვარგო აქტივობები სასწავლო პროცესს.
   მინი გამოკითხვის შედეგები: მონაწილე მასწავლებელი-სოფიო ჭკადუა.
   ჩვენი შეხვედრები ეხებოდა გაკვეთილის მიზნის განსაზღვრას,თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს გაკვეთილი,რა აქტივობებს გამოვიყენებთ და როგორ გავანაწილოთ დრო,როგორ გამოვიყენოთ ეფექტიანად შეფასების რუბრიკა,შერჩეული მეთოდების გამოყენებით რა ცოდნას და უნარებს მიიღებს მოსწავლე,როგორი აქტივობები უნდა მოვარგოთ გამოყენებულ მეთოდებს,რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და ეფექტიანი.როგორ გამოვიყენოთ დრო უფრო ეფექტურად საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის დაგეგმვისას მუდმივად ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგზე.
   სამუშაო შეხვედრების მიზანი: გაკვეთილი დავგეგმოთ ისე,რომ ბავშვებისთვის კითხვის ჩვევის გამომუშავება და ტექსტზე ელემენტარულად მუშაობა ერთდროულად და ერთმანეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს,შევძელით.ეს ნათლად დაგვანახა დაგეგმილ გაკვეთილებზე მოსწავლეთა მაღალმა აქტივობამ და მოტივაციამ მაქსიმალურად ჩართულიყვნენ ყველა აქტივობაში,რადგან სწორად დაგეგმილი გაკვეთილი მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ,კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.საჭიროა ბავშვი I კლასიდანვე შევაჩვიოთ ქართულად სწორ მეტყველებას,ეს კი მასწავლებლის გონივრული და სისტემარიური მოქმედების გარეშე არ ხდება.გაკვეთილის სწორად დაგეგმვა კი მოიცავს სწავლების მეთოდიკის მეცნიერული საფუძვლების ღრმა ცოდნას და მასწავლებლისთვის საჭირო მტკიცე პრაქტიკულ ჩვევებს.





სამუშაო შეხვედრების საბოლოო რეფლექსია

   დაწყებითი კლასების ( I-IV ) ქართულის მასწავლებლებთან ერთად ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრები,რომლის ძირითადი მიზანი იყო კითხვის სწავლებისა და სწავლის ისეთი მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში,რომელიც გააუმჯობესებდა მოსწავლეთა კითხვით უნარ-ჩვევებს.რადგან მეთოდების დანერგვის პროცესში კოლეგებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,გაკვეთილების დაგეგმვისას შევთანხმდით რომელი მასწავლებელი რომელ მეთოდს გამოიყენებდა,რა აქტივობებს შეუსაბამებდა ამა თუ იმ მეთოდს,ისე,რომ შესაბამისობაში მოსულიყო ე.ს.გ.-ს სტანდარტთან,როგორი რესურსებია უფრო ეფექტური ამ ასაკის მოსწავლეებთან,როგორ გავანაწილოთ დრო და რა ფორმით გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკა.
   პირველ სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ გაკვეთილის მიზნის განსაზღვრის შესახებ, შევარჩიეთ თემა და შევუსაბამეთ ურთიერთსწავლების მეთოდი,განვიხილეთ აქტივობები,რომლებიც უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდიდა გაკვეთილის მსვლელობას,ორიენტირებული იქნებოდა წიგნიერების დონის ამაღლებაზე.
   რადგან გაკვეთილი დაიგეგმა III კლასში და ამ კლასში სსსმ მოსწავლეცაა,შევთანხმდით ამ მოსწავლისათვის მორგებულ აქტივობებსა და შეკითხვებზეც.
   მასწავლებელმა გაკვეთილის შემდეგ მეორე შეხვედრაზე წარმოადგინა გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია,მივეცით შესაბამისი უკუკავშირი და მესამე შეხვედრისათვის დავგეგმეთ,რომ გაკვეთილები I და II კლასში ჩაეტარებინათ ნინელი ნუმანიშვილს და სოფიო ჭკადუას.პირველ კლასში აქცენტი გაკეთებულიყო რესურსების სწორად შერჩევასა და გამოყენებაზე,ხოლო მეორეში გაკვეთილის მიმდინარეობისას არჩეული მეთოდების შესაბამის აქტივობებსა და დროის სწორად განაწილებაზე,ისე,რომ ეს ყველაფერი ზუსტად მორგებოდა ე.ს.გ.-ს სტანდარტს და სამომავლოდ მასწავლებლისათვის გამხდარიყო თეორიული წინამძღვარი.
   მესამე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ წიგნიერების განვითარების ძირითად ასპექტებზე,ისეთი უნარების განვითარებაზე,როგორიცაა ზეპირი მეტყველება,გამართული კითხვა,მთლიანი სიტყვების ამოცნობა და ა.შ.ვისაუბრეთ I კლასში ნინელი ნუმანიშვილის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებაზე. ახალი ასო-ბგერის გაცნობის დროს მასწავლებელმა გამოიყენა ფოტოები თვალსაჩინოებისათვის;მოძრავი ანბანი;ბუკი;მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებით გამოჭრეს ასო-ბგერა და და დაფაზე გააკრეს;ნოუთბუქის,პროექტორის და ვიდეორგოლის დახმარებით ნახეს მასალა,რომელიც ასო-ბგერა ,,კ“-ს ეხებოდა.
   სოფიო ჭკადუამ ძირითადი აქცენტი გააკეთა სროის სწორად გათვლასა და გამოყენებაზე,აღნიშნა,რომ ზოგიერთი აქტივობისას დრო მორჩა და დაჭირდა დამატებითი აქტივობების შეტანა,თუმცა საბოლოო ჯამში მიაღწია გეგმით დასახულ მიზანს.

   ვთვლი,რომ ჩვენსმიერ ჩატარებული სამუშაო გააუმჯობესებს მოსწავლეთა წიგნიერების დონეს,გაიზრდება მოსწავლეების მოტივაცია,რომ პრაქტიკაში დანერგონ მეტი კითხვის მეთოდები,დაწყებით კლასებში ძირითადად ორიენტაცია გაკეთდეს მოსწავლის ეფექტურ მკითხველად ცამოყალიბებაზე.

Комментарии